Belive

დემბელეს კიდევ ერთი მიღწევა მიმდინარე სეზონში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ლევანტეს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მოედანზე გამორჩეული იყო ფრანგი უსმან დემბელე. მან დუბლი გაიფორმა და საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა. საქმე იმაშია, რომ უსმან დემბელე მიმდინარე სეზონში პირველი მოთამაშეა "ბარსელონას" რიგებში, რომელმაც ოთხივე ტურნირზე შეძლო ბურთის გატანა. 21 წლის ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ესპანეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის სუპერ თასსა და "ლა ლიგაში" მოახერხა. ჩემპიონთა ლიგაზე დემბელემ 2 ბურთი გაიტანა, ესპანეთის სამეფო თასზეც 2-ჯერ გამოიჩინა თავი. სუპერ თასზე მან "სევილიას" გაუტანა, ხოლო "ლა ლიგაში" უკვე 7 ბურთი დაუგროვდა. ოსმან დემბელეს მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები