Belive

დემბელეს უჩვეულო სტატისტიკა დორტმუნდსა და ბარსელონაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 წლის ფრანგი შემტევი, უსმან დემბელე უჩვეულო უნარით არის დაჯილდოებული. "ბარსელონას" ფეხბურთელს ერთნაირად კარგად შეუძლია როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხით თამაში. ამას მისი სტატისტიკაც გვიჩვენებს. მას გოლები და საგოლე გადაცემები ორივე ფეხით თანაბარი რაოდენობით აქვს შესრულებული. მარჯვენა ფეხით ფრანგმა 14 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზუსტად იმავე რაოდენობის გოლები და ასისტები აქვს მარცხენა ფეხით.

საინტერესოა დემბელეს მოწოდებული კუთხურებიც. ძირითადად ის მარჯვენა ფეხით აწვდის, თუმცა გააჩნია ფლანგს. მას საპირისპირო ფლანგიდანაც შეუძლია საპირისპირო ფეხით ჩაწოდება. დემბელეს მოწინააღმდეგეები ფრანგს რთულ მეტოქედ აღიქვამენ, რადგან რომელი ფეხით შეასრულებს მოძრაობას და რომელ ფეხზე გადაიტანს ბურთს არავიც იცის. მისი ეს უნარი "ბარსელონასთვის" სარგებლის მომტანია. უსმანს შეტევის გახორციელება ორივე ფლანგიდან თანაბარი სიმწვავით შეუძლია.

სხვა სტატიები