Belive

დემბელესთვის სეზონი დამთავრდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრობლემები არცერთ ფლანგზე არ ელევა. გუნდის შეტევითი პოტენციალი სეზონის ბოლომდე კიდევ უფრო შემცირდა. უსმან დემბელე, რომელიც გამოჯანმრთელების გზაზე იდგა, ვარჯიშისას დაშავდა და კიდევ 6 თვით იუქმებს. ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელსაც ფაქტობრივად მთლიანი სეზონი ჩაუვარდა, კატალონიურ გრანდში გადასვლის შემდეგ ორივე ფეხზე რამდენიმე ტრავმა არაერთხელ მიიღო და ლა ლიგის ჩემპიონის შემადგენლობაში თავი სრულფასოვნად ვერ დაიმკვიდრა. "ბარსაში" ყოფნის დროს, დემბელემ საერთო ჯამში 63 შეხვედრა გამოტოვა, მიმდინარე გათამაშებაში კი სრულად მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა. გარდა საკლუბო სეზონის გამოტოვებისა, შესაძლოა 22 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს.

სხვა სტატიები