Belive

დემიკელისი: კლოზე ჭკვიანია და ის დიდებული მენეჯერი გახდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შემტევი - მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელია. ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი, 2018 წლიდან "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს წვრთნის და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს "რეკორდმაისტერის" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება. კლოზეს სამომავლო გეგმებს მისი ყოფილი თანაგუნდელი, მარტინ დემიკელისი გამოეხმაურა, რომელიც "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია. დემიკელისმა აღნიშნა, რომ კლოზეს ყველა ის თვისება აქვს, რის შედეგადაც შეიძლება რომ დიდებული მენეჯერი გახდეს. "კლოზეს დიდი ხანია ვიცნობ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თანაგუნდელები ვიყავით - ახლა კი "ბაიერნის" ასაკობრივ გუნდებს ვწვრთნით. ზოგჯერ განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ ეს ბუნებრივია. ის თავდამსხმელი იყო, მე - მცველი. ის გერმანელია, მე - არგენტინელი. ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ. მირო კარგი და ჭკვიანი ადამიანია, რომელიც ერთ დღეს დიდებული მენეჯერი გახდება.

სხვა სტატიები