Belive

დენი როუზი: "აღარ შემიძლია, კარიერის დასრულება მინდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, დენი როუზმა მედიასთან საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 29 წლის მარცხენა მცველმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება ფეხბურთში არსებული რასისტული ხასიათის შეურაცხყოფების გამო უნდა. "ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სპორტიდან წასვლამდე 5-6 წელი დამრჩა, ამ ყველაფრის ატანა კი უკვე აღარ შემიძლია. მინდა, რომ ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, რასიზმი კი ამის საშუალებას არ მაძლევს," - თქვა როუზმა.

სხვა სტატიები