ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჩელსის” 4 უპასუხო გოლი გაუტანა. “არისტოკრატების” კარში გატანილი მე-4 გოლი ავტორი დენიელ ჯეიმსი გახდა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.
დენიელ ჯეიმსის მოედანზე ხილვა და მის მიერ გოლის გატანა მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ძმისთვის, რომელიც პრემიერ ლიგის Fantasy-ს თამაშობს. ძმისადმი უნდობლობის გამო გადახდენილ ისტორიას, ალექს ჯეიმსი სახალისო პოსტით გამოეხმაურა.
“როდესაც Fantasy-ში შენს ძმას სათადარიგოთა სკამზე ტოვებ, ის კი შემოდის და გოლი გააქვს. მაპატიე დენიელ ჯეიმს – დარჩენილი სეზონის განმავლობაში მეტად ვირწმუნებ შენს შესაძლებლობებს.”