Belive

დევიდ ბექჰემი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სახე გახდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის სახე გახდება. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები თანამშრომლობას მომავალი თვიდან ოფიციალურად დაიწყებენ. ბექჰემი 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 15 მილიონ ფუნტს მიიღებს. ამ დროის განმავლობაში ინგლისელი ყატარის ელჩი იქნება.
,,დევიდს სჯერა ყატარის პროგრესისა და იმის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს შეუძლია, ქვეყანას პოზიტიური ცვლილებები მოუტანოს,'' - წერს The Sun-ი.
ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

სხვა სტატიები