დევიდ ბექჰემმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

დევიდ ბექჰემი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ელეგანტურობით და თამაშის მანერით. დევიდი იმ მადრიდის “რეალის” წევრი გახლდათ, რომელსაც “გალაქტიკოსი” უწოდეს.

თავის დროზე ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედიდან”  “სამეფო კლუბში” 24.6 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც იმ დროისთვის უდიდეს თანხას წარმოადგენდა.

ბექჰემთან ერთად გუნდში იყვნენ ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რაული და ა.შ

ხსენებული ფეხბურთელები ერთად საოცრად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა თუ ვის თვლიდა საუკეთესო თანაგუნდელად: “ზიდანი იყო საუკეთესო მოთამაშე, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ის გახლავთ ჯენლტმენი, საუკეთესო პიროვნება და უდიდესი მოთამაშე. ჩემთვის მასთან ერთად თამაში პრივილეგია იყო.”

დევიდ ბექჰემმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა 1
ბექჰემმა თავის ინსტაგრამ გვერდზე დადო სურათი, სადაც ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებს ემშვიდობება.

დევიდ ბექჰემმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა 2
“14 წლის წინ ეს მომენტი სრულიად საფეხბურთო სამყაროსითვის და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მადლობა ზიზუ” – ასეთი აღწერა გაუკეთა ბექჰემმა ინსტაგრამზე დადებულ ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემმა კარიერა 2013 წელს, “პსჟ-ს” რიგებში 38 წლის ასაკში დაასრულა.

(142)

დევიდ ბექჰემმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

სტატიის ავტორი
-