Belive

დევიდ ბექჰემს ჰკითხეს თუ ვინ იყო საუკეთესო, რონალდუ თუ მესი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს მასთტაბით ვერავინ თანხმდება თუ ვინ არის საუკეთსო, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი. ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს კითხვა დაუსვეს და სთხოვეს აეხსნა, რომელი იყო საუკეთესო. დევიდის აზრით რონალდუ იმ მწვერვალზე არ იმყოფება, სადაც "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესია. ბექჰემი ასევე ფიქრობს, რომ ორივე ფეხბურთელი სხვებზე ბევრად მაღლა დგანან, მაგრამ  არავის შეუძლია იმის გაკეთებაც, რასაც მესი აკეთებს. "მესი თავისი მაღალი სათამაშო კლასით ერთადერთია. მასთან მიახლოება და ანალოგიურად თამაში არავის შეუძლია." ინგლისელმა ფეხბურთელმა გაიხსენა მატჩი, რომელშიც "ბარსელონა" და "პსჟ" ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ხსენებულ თამაშში თავად დევიდიც იღებდა მონაწილეობას. "სანამ მესი მინდორზე გამოვიდოდა ჩვენ ვიგებდით, თუმცა გამოვიდა თუ არა ის, "ბარსელონამ" გაათანაბრა." დევიდი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, მაგრამ გუნდის დახმარება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში კატალონიელებმა გაიმარჯვეს.

სხვა სტატიები