Belive

დევიდ ბექჰემს ინტერ მაიამიში დავიდ სილვას ხილვა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია,  დევიდ ბექჰემი მლს-ის გუნდის, "ინტერ მაიამის" პრეზიდენტი გახლავთ. "ინტერ მაიამი" მთავარ ლიგაში მიმდინარე სეზონში აღზევდა და სანამ კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეწყდეობდა, მათ პირველი ორი შეხვედრა დათმეს. პირველი სტუმრად, "ლოს-ანჯელეს FC-სთან" 1:0, ხოლო მეორე "დს იუნაიტედთან" ასევე სტუმრად 2:1. დავიდ სილვა კონტრაქტის მიხედვით, "სიტიში" უკანასკნელ სეზონს ატარებს. დევიდ ბექჰემს, ესპანელის ხილვა საკუთარ გუნდში სურს. აქედან გამომდინარე ინგლისელი ვარსკვლავი, ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონისთვის ძალიან დიდი ხელფასის შეთავაზებას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ დავიდ სილვას მლს-ში ხილვა, ჩემპიონატის კიდევ უფრო პოპულარიზაციას ნიშნავს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები