Belive

დღე როდესაც ინგლისში ყველაფერი შეიცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 32 წლის წინ, 1986 წლის 6 ნოემბერს, ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა, იმ დროისთვის საშუალო დონის კლუბი ჩაიბარა, და მოღვაწეობის 27 წლის განმავლობაში მსოფლიო დონის გრანდად და ყველაზე მდიდარ კლუბად აქცია. სერ ალექს ფერგიუსონმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. მის ანგარიშზე 13-ჯერ მოგებული პრემიერლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის 5 თასი, ინგლისის ლიგის 4 თასი, 10 სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და კიდევ უამრავი ტიტულია. სერ ალექსი არც ინდივიდუალურ სამწვრთნელო ტიტულებში მოიკოჭლებს და არც საერთაშორისო აღიარებებში. მის ხელში გაიზარდნენ ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და უეინ რუნი არიან. 27 წლიანი კარიერის შემდეგ, 2013 წლის 8 მაისს შოტლანდიელმა სპეციალისტმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მას შემდეგ 5 წელია ტრიბუნებიდან უყურებს მისი წასვლით გამოწვეულ კრიზისში მყოფ გუნდს

სხვა სტატიები