Belive

დღე, როდესაც რონალდუმ ბენზემას პენალტის დარტყმის უფლება მისცა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

23 აპრილს ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ხეტაფეს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 3-გოლიანი სხვაობით, ანგარიშით - 5:2 იმარჯვეს. შეხვედრის მიწურულს, კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე სტუმართა კარში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ტრადიციულად ლეო მესის უნდა შეესრულებინა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ანტუან გრიზმანს არასახარბიელო პერიოდი აქვს, არგენტინელმა ლეგენდამ დიდსულოვნება გამოიჩინა და პენალტის რეალიზების საშუალება ფრანგ ფეხბურთელს გადასცა - თანაც მაშინ, როცა ლეოს პირველ ტაიმში შესრულებული დუბლის შემდეგ, ჰეთ-თრიქის გაფორმების საშუალება ჰქონდა.



ზემოთხსენებული მოვლენიდან გამომდინარე, მესიმ ფეხბურთის მოყვარულებისგან მორიგი უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა. ლეოს ქების პარალელურად გააკრიტიკეს კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ცილი დასწამეს, რომ მსგავს რამეს არასოდეს იზამდა, თუმცა რეალობა სხვაგვარია, რომელსაც ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ასახული.

მაშინ, როდესაც კარიმ ბენზემას საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, ე.წ. "კარიერული დაღმასვლა", კრიშტიანუ რონალდუმ სრულიად უანგაროდ გადასცა მას 11-მეტრიანის დარტყმის შესაძლებლობა, სწორედ მაშინ, როცა პორტუგალიელს კარიერაში 50-ე ჰეთ-თრიქის გაფორმება შეეძლო.

სხვა სტატიები