Belive

დღეს დავიდ ტრეზეგეს დაბადების დღეა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს, დავიდ ტრეზეგეს 41 წელი შეუსრულდა.  ტრეზეგეს პირველი პროფესიონალური კლუბი "პიატენსე" იყო, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. 1995-2000 წლებში "მონაკოში" ასპარეზობდა, სადაც 93 შეხვედრაში 52 ბურთის გატანა შეძლო. დავიდ ტრეზეგე ფორმის პიკში ტურინის "იუვენტუსში" იყო, სადაც 2000-2010 წლებში თამაშობდა. "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში 245 შეხვედრა ჩაატარა და 138 ბურთი დაუგროვდა. "იუვენტუსის" შემდეგ ესპანეთში, "ჰერკულესის" ღირსებას იცავდა, შემდეგ არგენტინაში გადაბარგდა და "რივერ პლეიტისა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" მაისურები მოირგო. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 1998-2008 წლებში ითამაშა. 71 თამაშში 34 ბურთი გაიტანა. 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2000 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2006-ში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

სხვა სტატიები