Belive

დღეს დავიდ ვილია 37 წლის გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, დავიდ ვილია იუბილარია. ესპანელი 37 წლის გახდა. მან პროფესიონალური კარიერა 2000 წელს ხიხონის "სპორტინგში" დაიწყო. 85 შეხევდრაში 41 ბურთი გაიტანა. 2003 წელს "სარაგოსაში" გადავიდა, სადაც მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა. ამ პერიოდში 94 მატჩის ჩატარება მოასწრო და 39 ბურთი გაიტანა. "სარაგოსადან" ვილია 2005 წელს "ვალენსიაში" გადავიდა, სადაც კარიერის პიკი ჰქონდა და გუნდის უდავო ლიდერადაც იქცა. "მესტალიაზე" ვილიამ 2010 წლამდე ითამაშა და ამ პერიოდში 225 მატჩი ჩაატარა და 129 ბურთი გაიტანა. 2010-13 წლებში ვილიამ "ბარსელონას" მაისური მოირგო. გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო და ტიტულების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. "ბლაუგრანაში" დავიდ ვილიამ 119 მატჩში 48 ბურთის გატანა მოახერხა. 2013-14 წლებში მადრიდის "ატლეტიკოში" ერთი სეზონი გაატარა, სადაც 47-ჯერ მოირგო მაისური და 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ევროპიდან დავიდ ვილია აშშ-ში გადაბარგდა და "ნიუ იორკ სიტის" შემადგენლობაში ჩაეწერა. MLS-ში მან 130 თამაშში 82 ბურთის გატანა შეძლო. ახლახანს კი აშშ-დან იაპონიაში გადაბარგდა და "ვისელ კობეს" შემადგენლობაში თამაშობს. ის ანდრეს ინიესტას თანაგუნდელია. დავიდ ვილიას კარიერაში საკლუბო დონეზე სულ 731 თამაში აქვს ჩატარებული და 365 ბურთი აქვს გატანილი. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, დავიდ ვილია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2004-18 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში 98 თამაში ჩაატარა და 59 ბურთი გაიტანა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2008 წელს ევროპის ჩემპიონი, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.    

სხვა სტატიები