Belive

დღეს MLS-ის დაბადების დღეა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის დაბადების დღეა, MLS (Major League Soccer) 1993 წლის 17 დეკემბერს დაარსდა. იგი ორი კონფერენციისგან, დასალვეთ და აღმოსავლეთისგან შედგება, ამერიკის ჩემპიონატში სხვა ქვეყნების გუნდებიდან მხოლოდ კანადურები მონაწილეობენ. MLS-ის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ჩემპიონატი "გალაქსიმ" მოიგო (5-ჯერ), ყველაზე მეტი მატჩი ნიკ რიმანდომ ჩაატარა (485), ყველაზე მეტი გოლი კი ლენდონ დონოვანის ანგარიშზეა (145) აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამერიკის ჩემპიონატი კარიერის დასასრულისკენ მიმავალი ვარსკვლავების ნავსაყუდელი გახდა, ოკეანის გაღმა თავის დროზე დროგბა, ანრი, ვილა, ბექჰემი, პირლო, კაკა, რუნი, იბრაჰიმოვიჩი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები წავიდნენ.

სხვა სტატიები