Belive

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 30 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება. გუშინდელი პლეი-ოფის შედეგებით გაირკვა ის სამი გუნდი, რომლებმაც ამ უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აქ გთავაზობთ 32 კლუბის ჩამონათვალს, რომლებიც უეფას სარეიტინგო ქულების და წინა სეზონების შედეგების მიხედვით 4 კალათაში არიან გადანაწილებულნი.

I კალათა:

„რეალი“ (ესპანეთი) - მოქმედი ჩემპიონი „ატლეტიკო“ (ესპანეთი) - ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ბარსელონა“ (ესპანეთი) - ესპანეთის ჩემპიონი „ბაიერნი“ (გერმანია) - გერმანიის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) - ინგლისის ჩემპიონი „იუვენტუსი“ (იტალია) - იტალიის ჩემპიონი „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) - საფრანგეთის ჩემპიონი „ლოკომოტივი“ (რუსეთი) - რუსეთის ჩემპიონი

II კალათა

„დორტმუნდი“ (გერმანია) „პორტუ“ (პორტუგალია) „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) „შახტარი“ (უკრაინა) „ბენფიკა“ (პორტუგალია) „ნაპოლი“ (იტალია) „ტოტენჰემი“ (ინგლისი) „რომა“ (იტალია)

III კალათა

„ლივერპული“ (ინგლისი) „შალკე“ (გერმანია) „ლიონი“ (საფრანგეთი) „მონაკო“ (საფრანგეთი) „აიაქსი“ (ჰოლანდია) „ცსკა“ (რუსეთი) „პსვ“ (ჰოლანდია) „ვალენსია“ (ესპანეთი)

IV კალათა

„პლზენი“ (ჩეხეთი) „ბრიუგე“ (ბელგია) „გალათასარაი“ (თურქეთი) „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) „ინტერი“ (იტალია) „ჰოფენჰაიმი“ (გერმანია) „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) აეკ (საბერძნეთი) შეიცვალა მატჩების დაწყების დრო: ადრეულ შემოდგომაზე ჩვენი დროით 21:00 და 23:00 საათებზე, ხოლო გვიანი შემოდგომიდან 22:00 და 00:00 საათებზე.

სხვა სტატიები