Belive

დღეს უკრაინის გასახდელში დაიკიდება დროშა, რომელიც უელსში ფრონტიდან ჩაიტანეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უელსთან მატჩის წინ, უკრინის ეროვნული ნაკრების გასახდელში დაიკიდება დროშა, რომელიც უელსში ფრონტიდან ჩაიტანეს. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა განაცხადა:

,,ჩვენმა ბიჭებმა ბევრი მესიჯი მიიღეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფრონტიდან უკრაინის დროშა ჩამოიტანა, მასზე სამხედროებმა შეტყობინებები დაწერეს და ამ დროშას მატჩის წინ გასახდელში დავკიდებთ,'' - პეტრაკოვის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
დღეს უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ფინალურ მატჩში უელსს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები