Belive

დი მარია, ერიკსენი და კავანი იუბილარები არიან

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, კრისტიან ერიკსენი, ანხელ დი მარია და ედინსონ კავანი იუბილარები არიან.

ანხელ დი მარია 

"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი, ანხელ დი მარია თავის 31-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. არგენტინელი ფეხბურთელის კარიერა 2005 წელს სამშობლოში, კერძოდ "როსარიოში" დაიწყო, სადაც 2007 წლამდე ითამაშა. 2007 წელს დი მარია ევროპაში გადაბარგდა და "ბენფიკას" მაისური მოირგო, სადაც 2010 წლამდე დარჩა. პორტუგალიელთა შემადგენლობაში 124 თამაში ჩაატარა და 15 ბურთი გაიტანა. მისით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა და 2010 წელს დი მარია "სამეფო კლუბს" შეუერთდა, სადაც ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მადრიდში 2015 წლამდე დარჩა და 190 მატჩის ჩატარება მოასწრო. 36 ბურთიც გაიტანა. "რეალიდან" გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში", თუმცა არც თუ წარმატებული ტრანსფერი მალევე დასრულდა და ის პარიზულ კლუბს შეუერთდა. 165 თამაშში გაიტანა 59 გოლი. არგენტინი ეროვნულ ნაკრებში ის 2008 წლიდან თამაშობს და 97 მატჩში 20 ბურთის გატანა შეძლო. ტიტულები: "ბენფიკა": პორტუგალიის პრემიერ ლიგა: 1 (2009-10) პორტუგალიის თასი: 2 (2008-09; 2009-10) "რეალი": ლა ლიგა: 1 (2011-12) ესპანეთის სამეფო თასი: 2 (2010-11; 2013-14) ესპანეთის სუპერ თასი: 1 (2012) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 1 (2013-14) UEFA-ს სუპერ თასი: 1 (2014) "პსჟ": ლიგა 1: 2 (2015-16; 2017-18) საფრანგეთის თასი: 3 (2015-16; 2016-17; 2017-18)
skysports-di-maria-psg-angel_4576314

კრისტიან ერიკსენი

დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი 27 წლის გახდა. "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერი 2010 წელს, ამსტერდამის "აიაქსში" იწყებდა. ჰოლანდიაში მან 2013 წლამდე ითამაშა. ამ პერიოდში 162 თამაში ჩაატარა და 32 ბურთი გაიტანა. მისით "ტოტენჰემი" დაინტერესდა და დანიელი მოთამაშე ლონდონში გადაბარგდა. "დეზების" შემადგენლობაში 259 თამაში აქვს ჩატარებული და 63 ბურთი გატანილი. ის გუნდის ლიდერია და ნახევარდაცვაში მის თამაშს განსაზღვრავს. დანიის ნაკრებში ერიკსენი 2010 წლიდან თამაშობს.85 შეხვედრაში 25 გოლი დაუგროვდა. ტიტულები: "აიაქსი": ერედივიზიონი: 3 (2010-11; 2011-12; 2012-13) ჰოლანდიის თასი: 1 (2009-10) იოჰან კრუიფის თასი: 1 (2013)

ედინსონ კავანი

ურუგვაელ თავდამსხმელს, ედინსონ კავანის 32 წელი შეუსრულდა. მან თავისი პროფესიონალური კარიერა 2005 წელს სამშობლოში, "დანუბიოში" დაიწყო, სადაც 2007 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში 30 თამაში ჩაატარა და 12 ბურთი გაიტანა. 2007 წელს ევროპაში გადაბარგდა და "პალერმოს" მაისური მოირგო. სიცილიაზე 2010 წლამდე ითამაშა. ამ დროის განმავლობაში 117 მატჩის ჩატარება მოასწრო და 37 ბურთიც გაიტანა. "პალერმოდან" "ნაპოლიში" გადავიდა, სადაც გუნდის ლიდერი და ბომბარდირი გახდა. ნეაპოლში 2013 წლამდე იასპარეზა. "ნაპოლის" შემადგენლობაში 138 შეხვედრა ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა. 2013 წლიდან კი "პსჟ"-ს ღირსებას იცავს. პარიზელების მაისურით 271 თამაშში 192 ბურთის გატანა შეძლო. ურუგვაის ეროვნული ნაკრების მაისური 2008 წელს მოირგო. 109 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 46-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ტიტულები: "დანუბიო" ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 1 (2006-07) "ნაპოლი": იტალიის თასი: 1 (2011-12) "პსჟ": ლიგა 1: 4 (2013-14; 2014-15; 2015-16; 2017-18) საფრანგეთის თასი: 4 (2014-15; 2015-16; 2016-17; 2017-18) ურუგვაის ნაკრები: კოპა ამერიკა: 1 (2011)
     

სხვა სტატიები