Belive

დი მარია: ,,ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს მესია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, დარწმუნებული არ არის, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ,,ალბისელესტეს'' შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს:
,,ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ზუსტად ვიცით, რომ შემადგენლობაში იქნება, ლეო მესია. თქვენ, უბრალოდ, ვერ იწინასწარმეტყველებთ, რა შეიძლება მოხდეს ოთხი თვის შემდეგ. ახლა კლუბის შეცვლა მომიწევს, ისევ ადაპტაცია და ახალ გარემოსთან შეგუება - ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,'' - დი მარიას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
იმ შემთხვევაში თუ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს მის კარიერაში მეოთხე მუნდიალი იქნება. არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები