Belive

დი მარია: ,,კარიერის დასრულება პსჟ-ში მსურს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნახევარმცველის თქმით, კარიერის დასრულებას პარიზულ კლუბში აპირებს:
,,პსჟ-ში დარჩენა და კარიერის აქ დასრულება მინდა, ამ ქალაქში მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ. ბავშვები ყველაფრით კმაყოფილები არიან, სკოლა მოსწონთ... თუ პსჟ-დან წასვლა მომიწევს, არგენტინაში დაბრუნებას და კარიერის ,,როსარიო სენტრალში'' დასრულებას ვისურვებდი. მინდა, რომ კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე ბოლომდე დახარჯვის შესაძლებლობა მქონდეს,'' - დი მარიას სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
დი მარია ,,პსჟ-ში'' 2015 წლიდან თამაშობს, არგენტინელი ფეხბურთელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 276 შეხვედრაში 91 გოლი და 113 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები