Belive

დი მარია: "მანჩესტერში ჩემი წარუმატებლობა ვან გაალის ბრალია"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი გარემარბის, ანხელ დი მარიას მოსაზრებით, მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" ლუის ვან გაალის გამო ვერ განვითარდა. 2014 წელს არგენტინელი ორმის პიკზე იმყოფებოდა - არგენტინელის უდიდესი წვლილის დამსახურებით, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მრავალწლიანი შესვენების შემდეგ მოიგო, თუმცა ორი მხარე კონტრაქიტს გაუმჯობესებულ დეტალებზე ვერ შეთანხმდა. სწორედ ამ პერიოდში, დი მარიას შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოინდომა - ბრიტანელებმა დი მარიას სანაცვლოდ "რეალს" რეკორდული თანხა, £59.7 მილიონი ($75 მლნ.) გადაუხადეს. თუმცა მისი კარიერა კარგად არ წარიმართა - 32 შეხვედრაში დი მარიამ მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. გაცილებით კარგი მაჩვენებელი ჰქონდა მას საგოლე გადაცემების მხრივ (12), თუმცა 2014/2015 წლების სეზონის შემდეგ დი მარია სათამაშოდ "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. დი მარიას აზრით, მისი წარუმატებლობის მიზეზი "მანჩესტერელთა" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალია, რომელიც მას გამუდმებით აკრიტიკებდა. "გუნდში 1 წელი გავატარე და ჩემი შესაძლებლობების გამოვლინება ვერ შევძელი. მწვრთნელთან პრობლემები მქონდა, თუმცა მადლობა ღმერთს, პარიზელებმა ჩემი შეძენა დროულად მოინდომეს," განაცხადა დი მარიამ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება და დი მარიას დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე" 13 თებერვალს შედგება.

სხვა სტატიები