Belive

დი მარია მბაპეს ოქროს ბურთს უწინასწარმეტყველებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია თანაგუნდელზე, კილიან მბაპეზე საუბრობს. დი მარიას თქმით, მის ახალგაზრდა გუნდელს ყველაფერი აქვს, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს. მისი თქმით, მბაპე ფენომენია და შემთხვევითი არ არის, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
"კილიანი ფენომენია. მონაკოდან პარიზში გადასვლის შემდეგ, მან უდიდესი პროგრესი განიცადა და მომავალში აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს" - განაცხადა დი მარიამ.
კილიან მბაპე მიმდინარე სეზონში "პსჟს" ლიდერია. საფრანგეთის "ლიგა 1"-ის მიმდინარე სეზონში მან უკვე 14 ბურთის გატანა შეძლო, რასაც 3 საგოლე გადაცემა დაუმატა. მბაპე ჩემპიონატის ბომბარდირია.

სხვა სტატიები