Belive

დი მარია: "როგორც ჩანს, ეს ჩემი ბოლო მატჩია არგენტინის ნაკრებში"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანხელ დი მარიამ დღეს, გამთენიისას, ვენესუელას წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ, სანაკრებო კარიერის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ დიდი სიყვარულისთვის. ყოველთვის ვოცნებობდი იმ ყველაფერზე, რაც ამ შესანიშნავ ღამეს განვიცადე. როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი არგენტინის ნაკრების მაისურით. მადლობა, მადლობა და კიდევ ათასჯერ მადლობა. მინდა მთელ გუნდს მივულოცო ჩატარებული გამორჩეული მატჩისთვის. ზრდა და ოცნება უნდა გავაგრძელოთ. წინ, არგენტინა!," - წერს დი მარია სოციალურ ქსელში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Ángel Di María (@angeldimariajm)

"პსჟ"-ს 34 წლის ვინგერმა ვენესუელას კარში გოლის გატანაც მოახერხა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, სავარაუდოა, რომ დი მარია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება.

სხვა სტატიები