დი მარიას რეალმა მუნდიალის ფინალში თამაში აუკრძალა

ანხელ დი მარიამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როცა “რეალმა” მას მუნდიალის ფინალში მოედანზე გასვლა აუკრძალა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალში, ბელგიასთან შეხვედრისას ტრავმა მიიღო და არსებობდა რისკი, რომ დაზიანება გართულდებოდა.

ამ დროისთვის დი მარიას სასტარტო შემადგენლობაში ხამეს როდრიგესი ანაცვლებდა, “რეალს” კი, არგენტინელის გაყიდვა ჰქონდა გეგმაში.

“მატჩისას გაფრთხილება მივიღე, რომ მოედანზე არ გავსულიყავი. ჩემი ფეხი მწყობრში არ იყო, მაგრამ ფინალში თამაში მინდოდა.

მაშინ არ მაღელვებდა, კიდევ ერთხელ ვითამაშებდი თუ ვერა. რეალურად, ამის საფრთხე არსებობდა, მაგრამ ეს მუნდიალის ფინალი იყო.

წერილი ავიღე თუ არა, მივხვდი, თუ რა იყო მათი განზრახვა. ამიტომ, მასში არც კი ჩამიხედავს,” – თქვა დი მარიამ.

(96)

დი მარიას რეალმა მუნდიალის ფინალში თამაში აუკრძალა

სტატიის ავტორი
-