Belive

დი მარციო - დინამო თბილისის ფეხბურთელით გრანდები ინტერესდებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ  საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პროგრესი აქვს, ხოლო "დინამო თბილისის" 18 წლის ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეს გრანდები აკვირდებიან. "იტალიაში უკვე არიან გუნდები, რომლებიც ლუკას აკვირდებიან და საქართველოში მისთვის სკაუტებს აგზავნიან. ქართულ ფეხბურთს აღმაობის პერიოდი უდგას, იქ გაგნიძის მსგავსი ბევრი ტალანტია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მეორეხარისხოვანი გუნდების დაინტერესება. საქართველოში აკადემიებს "იუვენტუსი", "სიტი" და "ბარსელონა" აკვირდებიან. ლუკა გაგნიძე ცენტრალური ნახევარმცველია. 2003 წელს დაიბადა, თუმცა არც თუ ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკურად ჯერ მზად არ არის, მაგრამ მოედნის ხედვა ეხმარება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი გუნდის წევრი, როგორიცაა "დინამო თბილისი". მას შემდეგ, რაც სეზონი განახლდა, ლუკამ 7 მატჩი ჩაატარა - გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. ამას ბევრი ხედავს. გასულ წელს ქართველს "იუვენტუსი" აკვირდებოდა. ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ლუკა, როგორც "ბიანკონერის", ასევე სხვა იტალიური გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოში ბევრი ასეთი ტალანტია," - ვკითხულობთ დი მარციოს სტატიაში. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "დინამო თბილისის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი კარიერას უცხოეთში, "პორტუს" რიგებში გააგრძელებს.

სხვა სტატიები