Belive

"Di Marzio" - იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გამოცემა "Di Marzio" აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბები ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ. საქმე ეხება მირალემ პიანიჩს და ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავს არტურს. ფეხბურთელების პოზიცია იდენტურია. იქიდან გამომდინარე, რომ "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი არტურს არ ხშირად არ ენდობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცვლა სავსებით რეალურია. რაც შეეხება პიანიჩს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მირალემი დამაჯერებელი აღარ არის და თითქოს კლუბში თავი ამოწურა. ერთი შეხედვით ამ გაცვლით ორივე გუნდმა უნდა ნახოს სარგებელი. "ბარსელონა" მიიღებს გამოცდილ ცენტრალურ ნახევარმცველს. ხოლო იუვენტუსი კი ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც კატალონიაში ლეგენდარულ ჩავის ადარებენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები