Belive

დიასი, ფერნანდეში, ვან დაიკი, ვიდიჩი - პრემიერ ლიგის 16 საუკეთესო ზამთრის ტრანსფერი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სატრანსფერო ფანჯრის დროს, სარფიანი გარიგების განხორციელება და ფეხბურთელის შეძენა ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს. თანამედროვე ფეხბურთში მრავლად ხდება შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელი მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და სატრანსფერო სენსაციად შერაცხული ვარსკვლავი - არაფრით გამორჩეულ, რიგით შენაძენად მოგვევლინება ხოლმე. ინგლისის პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ბატალიები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს - სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდები სატრანსფერო ბაზარზე იმ იმედით აქტიურობენ, რომ სარფიანი გარიგებით, გუნდში ისეთი ფეხბურთელების მიყვანას შეძლებენ, რომლებიც ელიტაში დარჩენაში დაეხმარებიან. განსხვავებული ინტერესები და ამბიციები აქვთ გრანდებს, რომლებიც საკუთარი ძლევამოსილების წარმოსაჩენად, გახმაურებულ გარიგებებს დებენ. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი - GIVEMESPORT-ი, 16 საუკეთესო გარიგებას ასახელებს, რომელიც პრემიერ ლიგის გუნდებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განახორციელეს. 16. კრისტოფ დუგარი, "ბორდო" - "ბირმინგემი" (2003) 15. ტომაშ სუჩეკი, "სლავია" - "ვესტ ჰემი" (2020) 14. ეშლი იანგი, "უოტფორდი" - "ასტონ ვილა" (2007) 13. ჯერმეინ დეფო, "ტორონტო" - "სანდერლენდი" (2015) 12. კლინტ დემპსი, "ნიუ ინგლენდი" - "ფულფემი" (2007) 11. ლუის დიასი, "პორტო" - "ლივერპული" (2022) 10. კრისტიან ერიკსენი, "ინტერი" - "ბრენტფორდი" (2022) 9. ხოსე ანტონიო რეიესი, "სევილია" - "არსენალი" (2004) 8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი, "დორტმუნდი" - "არსენალი" (2018) 7. ნემანია მატიჩი, "ბენფიკა" - "ჩელსი" (2014) 6. ბრუნო ფერნანდეში, "სპორტინგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (2020) 5. ფილიპე კოუტინიო, "ინტერი" - "ლივერპული" (2013) 4. ლუის სუარესი, "აიაქსი" - "ლივერპული" (2011) 3. პატრის ევრა, "მონაკო" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (2006) 2. ვირჯილ ვან დაიკი, "საუთჰემპტონი" - "ლივერპული" (2018) 1. ნემანია ვიდიჩი, "სპარტაკი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (2006)

სხვა სტატიები