Belive

დიბალა ბაიერნში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი იტალიური მედიაგამოცემა "Corrieredellosport"-ის ინფორმაციით მიუნხენის "ბაიერნმა" შესაძლოა ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი ძალა პაულო დიბალა გადაიბიროს. "რეკორმაისტერი" არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას გეგმავს. დიბალას გერმანულ გრანდში ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციები გასული წლის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაშიც აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა როგორც ფაქტმა აჩვენა გერმანელებმა საწადელს ვერ მიაღწეს, როგორც ჩანს "ბაიერნის" მესვეურები არგენტინელისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებენ.  

სხვა სტატიები