Belive

დიბალა იუვენტუსის ისტორიაში შევიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურინის "იუვენტუსმა" შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" უმასპინძლა. ტურინელებმა მარტივად გაიმარჯვეს (3:0). პაულო დიბალამ გუშინდელ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და იუვენტუსის ისტორიაში შევიდა. კერძოდ, იგი იტალიური კლუბის ისტორიაში მეოთხე ფეხბუთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ შეხვედრაში სამი ბურთის გატანა მოახერხა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "იუვენტუსის" მაისურით დიბალასთან ერთად ჰეთ-თრიკი ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს, ფილიპო ინძაგისა და არტურო ვიდალს აქვთ შესრულებული.

სხვა სტატიები