Belive

დიბალა იუვენტუსს ტოვებს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი, პაულო დიბალა შესაძლოა ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ, გუსტავო დიბალამ გაავრცელა, რომელიც მისი აგენტია. გუსტავოს თქმით, მისი ძმა "ბებრ ქალბატონში" თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს.
"დიდი შანსია, რომ პაულომ ტურინი დატოვოს. მას ცვლილება აუცილებლად სჭირდება. ის იუვენტუსში ბედნიერი იყო, თუმცა ახლა ასე აღარ არის" - განაცხადა ფეხბურთელის ძმამ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის შემტევი "იუვენტუსში" 2015 წელს "პალერმოდან" გადავიდა. "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში 180 მატჩი ჩაატარა და 78 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები