Belive

დიბალა იუვენტუსს ზამთარში დატოვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პალერმოს" ბოსის მაურისიო ძამპარინის მტკიცებით, პაულო დიბალა "იუვენტუსს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. ძამპარინიმ განაცხადა, რომ დიბალამ უკვე მიიღო არაერთი გრანდის შეთავაზება. "ბიანკონერის" არგენტინელი შემტევის გაფორმებით, ესპანური და ინგლისური გრანდები ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დიბალას შეძენის ყველაზე რეალურ კანდიდატად მადრიდის "რეალი" ითვლება. "ბლანკოსის" წარმომადგენლები გასულ წელსაც ცდილობდნენ დიბალას შეძენას, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. "ბიანკონერი" €120 მილიონის სანაცვლოდ შეელევა დიბალას, რომლის გადახდაც მადრიდული გრანდისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. "გული მტკივა, როდესაც დიბალას ამ სიტუაციაში ვხედავ. 2 წლის წინ, მას ესპანეთში წასვლა ვურჩიე. ესპანური და ინგლისური გრანდებისგან კვლავ აქვს შემოთავაზებები. დარწმუნებული ვარ, დიბალა "იუვენტუსს" იანვარში დატოვებს", აღნიშნა პაულო ძამპარინიმ.

სხვა სტატიები