Belive

დიბალა - მე და ჩემს მეგობარ გოგონას კორონავირუსი დაგვიდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ყველაფერი კი დიბალამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სოციალური გვერდის მეშვეობით უარყო. დღეს კი რამდენიმე წუთის წინ "იუვენტუსის" ვარსკვლავმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მას და მის მეგობარ გოგონას ორიანას კორონავირუსი დაუდგინდა.  დიბალამ ასევე დაწერა, რომ თავს ამ მომენტში კარგად გრძნობს და ემორჩილება მედიკოსების რჩევებს. სამწუხაროდ, დიბალას გარდა გუნდში, ბლეზ მატუიდი და დანიელე რუგანი არიან კორონავირუსით დაინფიცირებული

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები