Belive

დიბალა: "მესი და რონალდუ? ეს ჩემი პრივილეგიაა!"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პაულო დიბალას სანაკრებო და საკლუბო კარიერაში ძალიან გაუმართლა. არგენტინელ ვარსკვლავს ეროვნულ ნაკრებში ლეო მესის გვერდით უწევს თამაში, ხოლო ტურინში კრიშტიანუ რონალდუს კვალდაკვალ ასპარეზობს. პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის გვერდით თამაშის თაობაზე პაულო დიბალამ აღნიშნა, რომ მისთვის ეს პრივილეგიაა და ორივე მათგანს გამუდმებით აკვირდება. "ვის არ სურს საუკეთესოების გვერდით ყოფნა? ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით ვთამაშობ და ახლა კლუბშიც საუკეთესო ფეხბურთელი მომიყვანეს. მე კი ვპასუხობ: ეს ჩემი პრივილეგიაა! მათ ვაკვირდები და ყოველდღიურად ვსწავლობ." "ჩვენ ვსაუბრობთ ორ ფენომენალურ ფეხბურთელზე. საფეხბურთო და მენტალურ დონეზე ისინი ნებისმიერ სხვა მოთამაშესთან შედარებით რამდენიმე საფეხბურით მაღლა დგანან. ადვილი არაა შეინარჩუნო ასეთი რიტმი და ყოველ სეზონში 40 გოლი გაიტანო." "კრიშტიანუსთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ "იუვენტუსზე", ეროვნულ ნაკრებებზე და ფეხბურთთან არანაირ კავშირში მყოფ თემებზე. იგივე შეიძლება ითქვას ლეოზეც, ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. კლუბში ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, სამწუხაროდ ნაკრებში ამის შესაძლებლობა არაა",- აღნიშნა პაულო დიბალამ.

სხვა სტატიები