Belive

დიბალა: "რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ის გვძულს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ აღნიშნა, რომ არგენტინაში კრიშტიანუ რონალდუ სძულთ. "ბიანკონერის" ვარსკვლავის მტკიცებით, აღნიშნულის შესახებ რონალდუს უკვე ესაუბრა. "რონალდუს ვუთხარი: კრიშტიანუ, არგენტინაში გვძულხარ - იმის გამო თუ ვინ ხარ, როგორი ფიგურა გაქვს და როგორ დადიხარ. სიმართლე ისაა, რომ შენ მე გამაოცე - სრულიად განსხვავებული რონალდუ აღმოგაჩინე." კრიშტიანუ რონალდუს პარალელურად, პაულო დიბალამ კომენტარი მის თანამემუმალეზეც გააკეთა. ლეო მესის გაკრიტიკების გამო, დიბალას უამრავი გულშემატკივარი გაუნაწყენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიბალამ დამატებითი კომენტარი გააკეთა: "თანაგუნდელის გაკრიტიკება არასდროს არ მდომებია, მე უბრალოდ შექმნილი ვითარების გამოსწორება მსურდა. აღნიშნულის შესახებ მესის ვესაუბრე. მსოფლიო ჩემპიონატია და კოპა ამერიკის მატჩებში ბევრი სათამაშო დრო არ მომცემია - მიუხედავად ამისა, მწვრთნელების გადაწყვეტილებას ყოველთვის ვემორჩილებოდი და პატივს ვცემდი."

სხვა სტატიები