Belive

დიბალამ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, პაულო დიბალასა და მის მეგობარ გოგოს კორინავირუსი დაუდგინდათ. მათზე ტესტმა დადებითი შედეგი 1 კვირის წინ აჩვენა. არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. "თავს კარგად ვგრძნობ, გაცილებით უკეთესად, ვიდრე მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე სიმპტომები მქონდა. დღეს უკეთესად ვმოძრაობ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ასე რომ, შევეცდები, რომ ვივარჯიშო. როცა სიმპტომები გაცილებით უფრო ძლიერი იყო, შევეცადე მევარჯიშა, მაგრამ მალევე თავი არაკომფორტულად ვიგრძენი. ჰაერი არ მყოფნიდა და ვერაფერი გავაკეთე. 5 წუთის შემდეგ დაღლა და სხეულის სიმძიმე ვიგრძენი, კუნთებიც მეტკინა და შეჩერება ვამჯობინე. საბედნიეროდ, ჩემი მეგობარი გოგოც თავს უკეთესად გრძნობს," - თქვა დიბალამ.

სხვა სტატიები