Belive

დიბალას ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური და ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას გაცვლის თაობაზე პრაქტიკულად შეთანხმებულები იყვნენ - თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი არგენტინელი ვარსკვლავის მოთხოვნები გახდა. წყაროს მტკიცებით, პაულო დიბალა წლიური ანაზღაურების სახით 18 მილიონ ფუნტს ითხოვდა. ასევე, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, დიბალას აგენტს 13 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო. "ბიანკონერის" არგენტინელი ვარსკვლავის მოთხოვნები "წითელი ეშმაკებისათვის" მიუღებელი აღმოჩნდა. ეჭვქვეშაა რომელუ ლუკაკუს მომავალიც. ამ წუთისათვის კვლავ უცნობია დარჩება თუ არა ლუკაკუ "ოლდ ტრაფორდზე". "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებს ლუკაკუს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტის მიღება სურთ. ბელგიელი შემტევის შეძენით "ინტერი" ინტერესდება. "ნერაძურის" წარმომადგენლები მზად არიან ლუკაკუს სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა 5 მილიონი ევრო დაემატოს.

სხვა სტატიები