Belive

დიდი ალბათობით ჩელსი ლამპარდს დღეს გაუშვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის "ჩელსი" გუნდით მთავარ მწვრთნელს - ფრენკ ლამპარდს დაითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლიჩერ ფეხბურთი", "დეილი ტელეგრაფის" კომენტატორზე, მეთ ლოუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიზეზი "ჩელსის" პრემიერ ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობაა. ლონდონურმა გრანდმა პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მატჩში გაიმარჯვა. ლონდონის "ჩელსი" პრემიერ ლიგაში, 19 ტურის შემდეგ მე-9 პოზიციას, 29 ქულით იკავებს. როგორც ცნობილიხ ხდება, ლონდონური გრანდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი თომას ტუხელია, გერმანელი მწვრთნელი ბოლოს "პსჟ"-ში მუშაობდა. ასევე განიხილება უკრაინელი ლეგენდარული ფეხბურთელისა და უკრაინის ნაკრების თავკაცის - ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურაც.

სხვა სტატიები