Belive

დიდი ალბათობით, დიდიე დეშამს ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

50 წლის ლეგენდარული ფრანგი, გასულ წელს მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ, უმუშევარია. მას დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ სხვადასხვა გუნდებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა ყველა შეთავაზება უარყო.

esRadio-ს ჟურნალისტის სერხიო ვალენტინის თქმით, ზიდანი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

საინტერესოა, რომ 25 ოქტომბერს, პარიზში, გრევინის მუზეუმში, საკუთარი ცვილის ქანდაკების პრეზენტაციაზე, ზინედინმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ყველაზე მთავარ კითხვაზე, დაუბრუნდებოდა თუ არა მწვრთნელის საქმიანობს, “ზიზუმ” ასეთი პასუხი გასცა:

“მომენატრა მწვრთნელის პიჯაკი? მოიცადეთ, ცოტაც მოიცადეთ”.

როგორც France Bleu-ს ჟურნალისტი, ფაბრის ჰოკინსი იტყობინება, ყატარის ემირს სურს, რომ “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდეს. ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანი მხოლოდ ლეგენდარული ფრანგის დანიშვნითაა დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, მადრიდის “რეალის” ყოფილ დამრიგებელთან შეთანხმება ჯერჯერობით არ მომხდარა.

სხვა სტატიები