Belive

დიდი ალბათობით რამოსი "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
El Espanol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბლანკოსის" კაპიტანი სერხიო რამოსი მადრიდის "რეალთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი და კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. მთავარი დაბრკოლება 34 წლის ესპანელ მცველსა და “სამეფო კლუბს” შორის კონტრაქტის ფინანსური მხარე იყო. რამოსს სურდა, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში იგივე ხელფასი მიეღო, რაც ახლა აქვს, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელები კი კლუბში შექმნილი ეკონომიკური მგომარეობიდან გამომდინარე მიიჩნევდნენ, რომ იგი ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვითარება შეიცვალა და ლეგენდარული 34 წლის ესპანელი მცველი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. რამოსსა და "რეალს" შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი სისტემატურად მიმდინარეობდა და, როგორც ჩანს, 34 წლის მცველი საკუთარ მომავალს კვლავ სამეფო კლუბს დაუკავშირებს. მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოეს კვირებში მიაღწევენ. "რეალი" საკუთარ კაპიტანს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს 12 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებით, ამას გამოკლებული 10 პროცენტი პანედმიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის. მადრიდული კლუბის შემოთავაზება ესპანელმა მცველმა არაერთხელ უარყო, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ის თანახმაა კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე და გუნდში კიდევ 2 წლით დარჩება. შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ესპანელი მცველი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს კლუბთან ხელშეკრულებას. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რამოსმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ამჟამად ტრავმის მიზეზით "რეალის" კაპიტანი საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. იანვარში მიღებული მუხლის ტრავმის გამო იგი იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა.  

სხვა სტატიები