Belive

დიდი ალბათობით | რაფაელ ლეაო მილანს ლივერპულთან გამოაკლდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ მორიგი დანაკლისი აქვს. კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით "ლივერპულის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს რაფაელ ლეაო. 22 წლის პორტუგალიელი სერია A-ს გასულ ტურში, "სალერნიტანასთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ "მილანისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია. "სან სიროზე" "ლივერპულის" დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მილანელებმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვონ.

სხვა სტატიები