Belive

დიდი დანაკლისი - კიეზა იუვემ მთელი სეზონით დაკარგა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"იუვენტუსმა" "რომასთან" მატჩში გუნდის ლიდერი, ფედერიკო კიეზა მთელი სეზონით დაკარგა. იტალიელმა ფეხბურთელმა სერია A-ის მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო, კიეზა მოედანზე 6 თვის განმავლობაში ვერ გავა. გარდა იმისა, რომ "იუვენტუსს" დიდი ხნით დააკლდება, ფედერიკო მარტში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის თამაშებსაც გამოტოვებს. 24 წლის ვინგერმა "რომასთან" დრამატულ მატჩში (4:3) გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი სმოლინგთან ორთაბრძოლაში დაშავდა. კიეზა გასულ წელს იტალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მან "სკუადრა აძურასთვის" მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

სხვა სტატიები