Belive

დიდი დანაკლისი: მოსკოვის ცსკა-სთან რეალის ძირითადის ფეხბურთელები არ ითამაშებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩის წინ მადრიდის "რეალს" ძირითადის ორი ფეხბურთელი დაემტვრა - საუბარია სერხიო რამოსსა და გარეთ ბეილზე, რომლებიც მოსკოვში არ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა მადრიდული დერბის დროს მიიღო, რაც "რეალისთვის" დანაკლისს წარმოადგენს, რადგან ტრავმირებულთა რიგებში ისკო და მარსელოც ირიცხებიან. "ატლეტიკოსთან" მატჩში გარეთ ბეილი მეორე ტაიმში მინდორზე არ გამოჩენილა და ამით "რეალის" შემტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა - დარჩენილ 45 წუთში "რეალმა" გოლის გატანა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მოსკოვში თამაშისას ხულენ ლოპეტეგის მთავარი დასაყრდენი შემტევით ხაზში მარკო ასენსიო, კარიმ ბენზემა და მარიანო დიასი იქნებიან. რეალი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ჯგუფურ მატჩს 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00-ზე გამართავს.

სხვა სტატიები