Belive

დიდი ეპოქის დასასრული - კაზორლა ვილიარეალს ემშვიდობება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სანტი კაზორლა დღეს "ვილიარეალის" მაისურით უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. ესპანელი ფეხბურთელი პროფესიონალურ ფეხბურთს 2003 წლიდან "ვილიარეალის" მეორე გუნდიდან თამაშობს. 2004 წელს იგი დააწინაურეს და პირველ გუნდში მიიწვიეს სათამაშოდ. სანტიმ თავისი კარიერის განმავლობაში საოცარ შედეგებს მიაღწია. 2008 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც კი გახდა. სამწუხაროდ კაზორლას ტრავმები მუდამ ტანჯავდა და არ მიეცა შანსი ბოლომდე გამოევლინა თავისი ნიჭი. ესპანელის კარიერაში ყველაზე კრიტიკული მომენტი 2016 წლის 20 ოქტომბერს დადგა. ხსენებულ დღეს სანტიმ ტერფის დაზიანება მიიღო, რის გამოც 618 დღე მოედანზე ვერ გავიდა. მედიკოსები მას კარიერის დასრულებასაც კი ურჩევდნენ, მაგრამ "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი არ დანებდა ბოლომდე იბრძოლა და მოედანს დაუბრუნდა. 2018 წელს სანტიმ კვლავ "ვილიარეალის" ფორმა მოირგო და კლუბს დღემდე აქტიურად ეხმარება. გამოსარჩევია მისი დუბლი მადრიდის "რეალის წინააღმდეგ"
კაზორლამ "წყალქვეშა ნავში" დაბრუნების შემდეგ 85 მატჩი გამართა და 22 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი კარიერის მანძილზე ესპანელმა ფეხბურთელმა 589 შეხვედრა ჩაატარა და 100 გოლის გატანა მოახერხა. დღეს სანტი კაზორლმა უკანასკნელად მიიღებს "ვილიარეალის" მაისურით მატჩში მონაწილეობას. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგმ ევროპის ჩემპიონი, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

სხვა სტატიები