Belive

დიდი კლუბის ინტერესთა სფეროში - მიქაუტაძე შესაძლოა შვეიცარიულ გრანდში გადავიდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა შვეიცარიულ გრანდში გადაბარგდეს. Twitter-ში საფეხბურთო გვერდი footballytics-ი წერს, რომ ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გადაბირებით "ბაზელი" ინტერესდება. "კარგი დრიბლინგის უნარი, ძლიერი პოზიციური თამაში და გოლის გატანა. ამ სეზონში დიდი პროგრესი აქვს და მან დიდი კლუბების ინტერესი მიიპყრო. მათ შორის, "ბაზელის", სადაც ის კაბრალის შემცვლელად განიხილება", - წერს footballytics-ი. ​მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე "მეცთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. მისი სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 1 800 000 ევროს შეადგენს, თუმცა "ბაზელს" ზაფხულში მისი უფასოდ დამატება შეეძლება. 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბელგიურ "სერენშია" განათხოვრებული, სადაც ჩატარებულ 10 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები