Belive

დიდი სანაძლეო სანჩესსა და როხოს შორის ჩილელის გამარჯვებით დასრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი თანაკლუბელ მარკუს როხოს 20 000 გირვანქა სტერლინგზე დაენიძლავა, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში კლუბის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს პოსტიდან გაათავისუფლებდნენ. მოგეხსენებათ, 18 დეკემბერს პორტუგალიელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკებიდან" გაუშვეს. მომხდარის შემდეგ ალექსისმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სტატუსი განათავსა: "მე გეუბნებოდი! შენ ჩემი 20 000 გირვანქა გმართებს როხო!". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანჩესტერული კლუბის მესვეურებს ალექსის სანჩესთან შეხვედრა და "სადამსჯელო" ღონისძიებების გატარება სურთ. The Sun-ის ცნობით რამდენიმე დღეში სანჩესი კლუბის სპორტულ დირექტორ - ედ ვუდვორდს შეხვდება.  

სხვა სტატიები