Belive

დიდი შანსი ქართულ გუნდებს? კონფერენს ლიგის საპრიზო ფონდი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის საპრიზო ფონდის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. ახლა უკვე მე-3 ევროპულ საკლუბო ტურნირზე 3 ქართული გუნდი: გორის "დილა", "გაგრა" და "დინამო ბათუმი" იასპარეზებს. რაც შეეხება "დინამო თბილისს", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ფრანგული L'Équipe-ის თანახმად, კონფერენს ლიგის ბიუჯეტი 235 მილიონი იქნება. ის 32 გუნდი, რომელიც ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, UEFA-სგან 3 მილიონ ევროს მიიღებს. ფინალურ ეტაპზე ერთი გამარჯვებისთვის 500 ათასი ევრო გაიცემა, ხოლო ფრეზე - 166 000. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება 650 ათასი ევროდ შეფასდება, ხოლო მე-2 ადგილი - 325 000 ევროდ. ასევე ცნობილია, რომ კონფერენს ლიგის გამარჯვებული 8,9 მილიონ ევროს მიიღებს. საკვალიფიკაციო ეტაპების საპრიზო ფონდი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ხედავთ, ქართული გუნდებისთვის კონფერენს ლიგაზე გასვლა დიდი ფინანსური სარგებელის მომტანი იქნება.

სხვა სტატიები