Belive

დიდი შანსია, კანტემ ჩელსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნ'გოლო კანტეს კონტრაქტი "ჩელსიში" ნელ-ნელა იწურება და კლუბი არანაირ ინიციატივას იჩენს, რომ ფრანგი მათთან კიდევ დიდი ხნით დარჩეს. მოსალოდნელია, რომ ლონდონელები მასთან ურთიერთობას აღარ გაახანგრძლივებენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ნ'გოლო "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თავად კანტეს სურს "ჩელსიში" დარჩენა, თუმცა, ფრანგსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება არ შემდგარა.

ნახევარმცველის მიმართ არაერთი კლუბის იჩენს ინტერესს. იტალიიდან "იუვენტუსსა" და "ინტერს" სურს ფეხბურთელის გადაბირება. საინტერესოა, რომ "ჩელსის" თანაქალაქელმა, "ტოტენჰემმა" გადადგა ნაბიჯი კანტეს მიმართ. არის შესაძლებლობა, რომ ნ'გოლომ საფრანგეთში, კერძოდ, "პსჟ-ში" ითამაშოს, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

შეგახსენებთ, რომ კანტე "ჩელსიში" "ლესტერიდან" 2016 წელს გადავიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

სხვა სტატიები