Belive

"დიდი ტყუილი" - პოგბა სულშერთან დაპირისპირებას უარყოფს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულთან" გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბამ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა. The Sun-ის სტატიაში ეწერა, რომ ამის შემდეგ პოგბამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების გაგრძელებაც აღარ ისურვა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალურად უპასუხა და ის "ფეიკ ნიუსად" მოიხსენა: "დიდი ტყუილები სათაურების შესაქმნელად," - წერს პოგბა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურება.

სხვა სტატიები