Belive

დიდი ტრანსფერის მოლოდინში - პარი სენ ჟერმენმა 10 აგვისტოსთვის ეიფელის კოშკი დაჯავშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' კიდევ ერთი დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - Marca-ს ინფორმაციით, პარიზულმა გუნდმა 10 აგვისტოსთვის ეიფელის კოშკი დაჯავშნა, რასაც ესპანური გამოცემა მესის წარდგენას უკავშირებს. 2017 წელს ,,პსჟ-მ'' ნეიმარის ტრანსფერი გულშემატკივარს სწორედ ეიფელის კოშკიდან ამცნო, რაც კლუბს 300 ათას ევრომდე დაუჯდა. ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს. დღეს ,,პსჟ-ის” მფლობელის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის ძმამ, ხალიდ ბინ ჰამად ალ თანიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ მესისა და ,,პარი სენ ჟერმენს” შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია და ტრანსფერი მალე დადასტურდება. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.


 

სხვა სტატიები