Belive

დიდი ტრანსფერის მოლოდინში: ვესტ ჰემს კულიბალი სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. "ვესტ ჰემი" "ნაპოლის" ცენტრალური მცველით, კალიდუ კულიბალით დაინტერესდა. როგორც ცნობილია, "ჩაქუჩები" მზად არიან, რომ სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ. წინა სატრანსფერო ფანჯარაზე კულიბალის ორ მანჩესტერულ გუნდთან - "სიტისთან" და "იუნაიტედთან" აკავშირდებდნენ, თუმცა "ნაპოლიმ" მისი შენარჩუნება მოახერხა. 28 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისური ყველა ტურნირზე 20-ჯერ მოირგო.

სხვა სტატიები